Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ
ორშაბათს სოხუმში მიმდინარე სარეზერვო ჯარების მეთაურებისა და სპეცდანიშნულების ნაწილების წევრთა სხდომის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მოვალეობებს აფხაზეთში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისა და ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს. არძინბას მიმართვაში ასევე ნათქვამია: "ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, არ დავზოგავ ძალისხმევას იმისათვის, რომ ხალხი საშიში ზონიდან გამოვიყვანო. ეს არის ჩემი როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და კონსტიტუციის გარანტის მოვალეობა".
XS
SM
MD
LG