Accessibility links

თურქეთს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე


თურქეთს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, როგორც ჩანს,

თურქეთს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, როგორც ჩანს,
საკმაოდ მკაცრ პირობებზე დათანხმება მოუწევს. ევროკავშირის დეკემბრის სამიტისთვის მომზადებული განცხადების პროექტი გაავრცელა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ნიდერლანდების ხელისუფლებამ. დოკუმენტის პროექტში არაფერია ნათქვამი თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყების თარიღზე. ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან "თურქეთის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გატარებაში", მაგრამ მკაცრ ჩარჩოებს უწესებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წარმართვისათვის. თურქეთის ხელისუფლება უარს აცხადებს ისეთი პირობების შესრულებაზე, რომელიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის არ წაუყენებიათ. სამიტის დოკუმენტის პროექტით, ევროკავშირის ქვეყნების ერთ მესამედს უფლება აქვს შეაჩეროს თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესი.
XS
SM
MD
LG