Accessibility links

logo-print

ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს


ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბელორუსიაში დააკავეს ოთხი პირი,

ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბელორუსიაში დააკავეს ოთხი პირი,
რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ამერიკელი ჟურნალისტის პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. ბელორუსიის შინაგან საქმეთა უწყების თანახმად, დაკავებულთგან ორი ჩეჩენია. ჟურნალ "ფორბსის" რუსული გამოცემის რედაქტორი, ამერიკელი ხლებნიკოვი ივლისის დასაწყისში მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის მოტივზე არაერთი ვარაუდი გამოითქვა. მოსაზრებები ძირითადად ხლებნიკოვის მიერ რუსეთის ბიზნეს-სამყაროს გაშუქებისკენ არის მიმართული. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ხლებნიკოვის მკვლელობის მიზეზი მისი წიგნი "ბარბაროსთან საუბრები" იყო. ეს წიგნი ჩეჩნეთის სეპარატისტული ხელისუფლების ვიცე-პრემიერ ხოჟ-ახმედ ნუხაევთან ინტერვიუებისგან შედგება.
XS
SM
MD
LG