Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა არ


უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა არ გამორიცხავს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების

უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა არ გამორიცხავს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების
ჩატარების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან გამოაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც ქვეყნის რამდენიმე აღმოსავლეთი რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართა. ხვალ უკრაინის უზენაესი სასამართლო განაგრძობს განხილვას ოპოზიციის სარჩელისა, რომელშიც გამოთქმულია მოთხოვნა კენჭისყრის მეორე ტურის შედეგების გაუქმების შესახებ. ოპოზიციის კანდიდატის, ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეებმა სასამართლოს წარუდგინეს საჩივრები უკრაინის ყველა აღმოსავლეთსა და სამხრეთ რეგიონში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო. კიევის ცენტრში კი უკვე ერთი კვირაა, გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა სადღეღამისო მიტინგი. კვლავინდებურად გადაკეტილია სამთავრობო შენობათა მისადგომები.
XS
SM
MD
LG