Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია,
რომელშიც გამოთქმულია კმაყოფილება ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული პროგრამების სრული შეჩერების გამო. სააგენტოს პრესმდივნის მარკ გვოზდეცკის განცხადებით, რეზოლუცია მიიღო სააგენტოს მმართველთა საბჭომ, რომელშიც 35 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. სააგენტოში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰოსეინ მუსავიანმა განაცხადა, რომ, მართალია, მისი ქვეყნის მთავრობა მიღწეული შეთანხმებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, მის პირობებს მაინც შეასრულებს. [ჰოსეინ მუსავიანის ხმა] "ჩვენი აზრით, რეზოლუციას რამდენიმე ნაკლი აქვს. მაგალითად, საჭირო არ იყო ისეთი საკითხების წამოჭრა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. ამ ნაკლოვანებათა მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ რეზოლუციის უარყოფას."
XS
SM
MD
LG