Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იმედოვნებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იმედოვნებს, რომ გაუქმდება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იმედოვნებს, რომ გაუქმდება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
სარკინიგზო ტვირთბრუნვაზე ბაქოს მიერ დაწესებული შეზღუდვა. ჟვანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის დაწყებულმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს მიმართულებით უკვე დაიძრა სარკინიგზო ვაგონები. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ბაქოს მოთხოვნით, 900-მდე ვაგონი იყო გაჩერებული. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ტვირთების შეყოვნების მოტივად აზერბაიჯანის მხარე იმას ასახელებდა, რომ ტვირთი საქართველოდან სომხეთში იგზავნება. ვითარების გასარკვევად "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებთან ერთად, მოლაპარაკებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ჩაებნენ.
XS
SM
MD
LG