Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკმაყოფილა რა პროკურატურის შუამდგომლობა, უზენაესმა


დააკმაყოფილა რა პროკურატურის შუამდგომლობა, უზენაესმა სასამართლომ კიდევ 50 დღით გაუგრძელა

დააკმაყოფილა რა პროკურატურის შუამდგომლობა, უზენაესმა სასამართლომ კიდევ 50 დღით გაუგრძელა
წინასწარი პატიმრობის ვადა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილის. პატიმრობის ვადის გაგრძელებას პროკურატურა რამდენიმე აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების მოტივით მოითხოვდა. თავად მოლაშვილი კი გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი უკვე მეშვიდე თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მისი საჩივარი "უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით" წარმოებაში აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს.
XS
SM
MD
LG