Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი


რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი სამშაბათს იუგოსლავიის ყოფილი

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი სამშაბათს იუგოსლავიის ყოფილი
ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის პროცესზე დაცვის მხრიდან მოწმედ წარსდგა. პრიმაკოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრი სწორედ კოსოვოში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას იყო. პრიმაკოვმა მილოშევიჩი მშვიდობისმყოფელად შერაცხა და აღნიშნა, რომ მილოშევიჩი არ ცდილობდა დიადი სერბიისთვის ბრძოლას. პრიმაკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი შეცდა, როცა ეს მილოშევიჩის მიზნად მიიჩნია, პრიმაკოვის თანახმად, კოსოვოს მოვლენების ინიციატორებიცა და პროვოკატორებიც არა სერბიის ძალები, არამედ კოსოვოს გათავისუფლების არმია იყო. პრიმაკოვმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დასავლეთის მედიას სურს სერბები აგრესორებად წარმოაჩინოს, დაასუსტოს სერბია და დაასრულოს იუგოსლავიის დეზინტეგრაცია.
XS
SM
MD
LG