Accessibility links

ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი


ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ჰასან როუჰანი აცხადებს,

ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ჰასან როუჰანი აცხადებს,
რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამების მხოლოდ რამდენიმე თვით შეაჩერებს და მუდმივად არ დახურავს იმ ობიექტებს, სადაც ატომური ბომბის შექმნაა შესაძლებელი. როუჰანის ეს განცხადება გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გუშინდელ რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც ირანსგან ყველა იმ პროგრამის გაყინვას მოითხოვს, რომელიც ატომური იარაღის შექმნისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. როუჰანი ამბობს, რომ ირანი პროგრამებს მხოლოდ გერმანიასთან, საფრანგეთთან და ბრიტანეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას შეაჩერებს: [როუჰანის ხმა] "ევროპელებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას უნდა მისცენ სერიოზული გარანტიები ირანის თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის ბირთვული ტექნოლოგიებით აღჭურვის, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე".
XS
SM
MD
LG