Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 დეკემბრიდან რუსეთი წყვეტს პირდაპირ


2 დეკემბრიდან რუსეთი წყვეტს პირდაპირ სარკინიგზო კავშირს სოხუმთან.

2 დეკემბრიდან რუსეთი წყვეტს პირდაპირ სარკინიგზო კავშირს სოხუმთან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა.[გენადი ბუკაევის ხმა] "რესპუბლიკაში დაძაბულობის ზრდის გამო, 2004 წლის 2 დეკემბრიდან შეწყდება სარკინიგზო კავშირი მოსკოვსა და სოხუმს შორის. გაძლიერებულ იქნება სახელმწიფო საზღვრის დაცვის რეჟიმი, მისი საზღვაო ნაწილის ჩათვლით." რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ასე ახსნა: [გენადი ბუკაევის ხმა] "ამ მძიმესა და იძულებით გადაწყვეტილებას რუსეთის ხელმძღვანელობა იმისთვის იღებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის ესკალაცია და უზრუნველყოფილ იქნეს სასაზღვრო ზონის მოქალაქეთა უსაფრთხოება. ეს ზომები მიმართული არ არის აფხაზეთის ხალხის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნება, როგორც კი ვითარება სტაბილური გახდება." გენადი ბუკაევის თქმით, რუსეთი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პრეზიდენტობის კანდიდატის, სერგეი ბაღაფშის მოქმედებას. ბაღაფშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განზრახული აქვს, 6 დეკემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგეს.
XS
SM
MD
LG