Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში


რუმინეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა,

რუმინეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა,
რომლებმაც ხმების 36,6 პროცენტი მოიპოვეს. მეორე ადგილზეა ლიბერალებისა და დემოკრატების ოპოზიციური ცენტრისტული ალიანსი - 31,3 პროცენტი. საბოლოო შედეგები ჯერ ოფიციალურად არ დაუმტკიცებიათ. საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად აუცილებელი უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. რა შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ასევე კვირას გაიმართა, მასში ხმების 40,9 პროცენტით ლიდერობს პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე. მეორე ტურში მისი მეტოქე იქნება ბუქარესტის მერი ტრაიან ბასესკუ, რომელმაც პირველ ტურში ხმების 33,9 პროცენტი მოაგროვა. მეორე ტური 12 დეკემბრისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG