Accessibility links

logo-print

2 დეკემბრიდან ევროკავშირი იწყებს ბლოკის


2 დეკემბრიდან ევროკავშირი იწყებს ბლოკის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი

2 დეკემბრიდან ევროკავშირი იწყებს ბლოკის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი
სამხედრო ოპერაციის განხორციელებას – სამშვიდობო მისიის შესრულებას ბოსნიაში საკუთარი 7000 ჯარისკაცით. ეს სამხედრო ოპერაცია განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის სამხედრო ძლიერების განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო მისიის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმა დღეს ნატოსგან გადაიბარა. სარაევოში მოწყობილ ცერემონიას ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, ასევე ბოსნიის ლიდერები. სოლანამ დღევანდელ მოვლენაზე განაცხადა: [სოლანას ხმა] "დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავიხედოთ მომავლისკენ ისე, რომ არ დავივიწყოთ წარსულის გაკვეთილები – ბოსნია-ჰერცეგოვინის მომავალი ევროპაშია, მისსავე ფასეულობებში, პროგრესში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. ნატოს ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ევროკავშირის ჯარების შემოსვლა აქ კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ მიზნების მიმართ ევროპის ერთგულებაზე". შეგახსენებთ 1992-95 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ ბოსნიაში ნატოს 60 ათასიანი ჯარი შევიდა, რომელიც მოგვიანებით 7 ათასამდე შემცირდა.
XS
SM
MD
LG