Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი ისლამ


უზბეკეთში პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი გამოვიდა მოწოდებით, რომ 26 დეკემბერს

უზბეკეთში პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი გამოვიდა მოწოდებით, რომ 26 დეკემბერს
თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. მანვე გააკეთა განცხადება ამნისტიის შესახებ. ამნისტიის მიხედვით, გაათავისუფლებენ 5040 პატიმარს, ხოლო 9000-მდე ადამიანს პატიმრობის ვადებს შუკვეცავენ. რაც შეეხება არჩევნებს, ეუთომ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ უზბეკეთში მეთვალყურის ფუნქციას შეასრულებს. ამასთან, უზბეკეთში არც ერთი ოპოზიციური პარტია უშუალოდ არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების ბედის წინასწარ გადაწყვეტაში. დღესვე ისლამ ყარიმოვი უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო:“ამ მოვლენებზე ბევრს ლაპარაკობენ (...) ზოგი წყარო წერს, რომ ეს არის თამაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თამაშობს, სხვები ევროკავშირზე ლაპარაკობენ, მესამე ჯგუფი რუსეთს ადანაშაულებს ჩარევაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი ეს ჩარევა არ არის. პირველი და მთავარი მიზეზია ხალხის უკმაყოფილება. და მეორე - რაც ხდება დღეს, არის პრეზიდენტ კუჩმას ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომების შედეგი”, აღნიშნა ყარიმოვმა. მან რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მხარდაჭერის მქონე კანდიდატს, ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
XS
SM
MD
LG