Accessibility links

logo-print

3 დეკემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ


3 დეკემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო უკრაინის საპრეზიდენტო

3 დეკემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო უკრაინის საპრეზიდენტო
არჩევნების მეორე ტურის შედეგები და მისი განმეორებით ჩატარების შესახებ მოწოდებით გამოვიდა. უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვიკტორ იუშჩენკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრებაზე პასუხი გახლდათ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ანატოლი იარემამ განაცხადა, რომ საჭიროა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები: [იარემას ხმა] "ვადგენთ: ბათილად იქნას ცნობილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ და ვაძლევთ მას მითითებას დანიშნოს განმეორებითი კენჭისყრა საარჩევნო კანონის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამი კვირის ვადას 5 დეკემბრიდან". იარემას თქმით, არჩევნების მეორე ტური ხელმეორედ 26 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიკტორ იუშჩენკომ კი კიევის ცენტრში შეკრებილ ათეულობით ათას ადამიანს განუცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა: [იუშჩენკოს ხმა] "დღეს, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე ხელმეორედ უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, თუ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, როგორც ეს ლეონიდ კუჩმას სურდა. ჩვენ გავიმარჯვეთ". იუშჩენკომ კუჩმას მთავრობის დაშლისკენ მოუწოდა. ვიკტორ იუშჩენკოს ადვოკატი მიკოლა კატერინჩუკი სასამართლოს გადაწყვეტილებას "უკრაინის დემოკრატიის დიად გამარჯვებას" უწოდებს. იანუკოვიჩის ბანაკიდან რეაქცია ჯერ არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG