Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის


ავღანეთში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, დაესწრონ ორდღიან სამიტს

ავღანეთში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, დაესწრონ ორდღიან სამიტს
ნარკობიზნესთან ბრძოლის საკითხებზე. გაზეთმა “ანისმა” დღევანდელ ნომერში დაბეჭდა პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც ლაპარაკია სამიტის დეტალებზე. სამიტი ქაბულში 9 დეკემბერს იწყება. ავღანეთი ოპიუმის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. 7 დეკემბერს კი ქაბულშივე გაიმართება კარზაის პრეზიდენტად იანუგურაციის ცერემონია. ამასთან დაკავშირებით, ნატოს სარდლობაზე დაქვემდებარებულმა უშიშროების ძალებმა გაამკაცრეს სახმელეთო და საჰაერო პატრული მეამბოხეების იერიშების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG