Accessibility links

logo-print

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე


თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციისთვის

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციისთვის
მზადებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია სოხუმის ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც დღეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს" უთხრა ბაღაფშის გუნდის წარმომადგენელმა ლეონიდ ლაკერბაიამ, 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ბაღაფშის ინაურუგაცია 6 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდება. მისივე თქმით, სტუმრებს შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებიც იქნებიან. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებულ პრობლემათა გამო ამჯერად სოხუმში უარი თქვეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა მიწვევაზე. რაც შეეხება თბილისის წარმომადგენლებს, ამაზე ინაუგურაციის ორგანიზატორებმა "ოპონენტთა მხიდან მორიგი უსაფუძვლო ბრალდებების თავიდან ასაცილებლად” ასევე უარი თქვეს.
არჩევნებში დამარცხებული მოსკოვის ფავორიტი რაულ ხაჯინბა ოპოზიციის მიერ 6 დეკემბრისთვის დაგეგმილ ინაუგურაციას არ სცნობს.
XS
SM
MD
LG