Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ემხრობა გაეროს უშიშროების


რუსეთის პრეზიდენტი ემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთის მუდმივ და ვეტოს უფლებით აღჭურვილ წევრად შესვლას.

რუსეთის პრეზიდენტი ემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთის მუდმივ და ვეტოს უფლებით აღჭურვილ წევრად შესვლას.
როგორც ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, დელიში განაცხადა, უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეს ან ყველა მუდმივ წევრს, ან არც ერთ მათგანს. მეორე მხრივ, პუტინი აღნიშნავს, რომ ვეტოს უფლების გაუქმება საფრთხეს შეუქმნიდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტიანობას. მისი ამ კომენტარის ფონია დისკუსია გაეროში შესაძლო რეფორმაზე. იუწყებიან ასევე, რომ ინდოეთში ვიზიტისას პუტინი საგადასახადო შეღავათებსა და მთავრობის მხრივ ხელშეწყობას დაჰპირდა რუსეთში ბიზნესით დაკავებულ ინდურ კომპიუტერულ კომპანიებს და დაესწრო ერთობლივი ინდურ-რუსული სამხედრო საწარმოს გახსნას.
XS
SM
MD
LG