Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის გენპროკურორის მოადგილე აუცილებლად


რუსეთის ფედერაციის გენპროკურორის მოადგილე აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთში

რუსეთის ფედერაციის გენპროკურორის მოადგილე აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთში
არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღებას და განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2005 წლის იანვარში. როგორც ვლადიმირ კოლესნიკოვმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, განმეორებითი არჩევნები ხელს შეუწყობს აღმოფხვრას ბოლო დროს რესპუბლიკაში შექმნილი პრობლემებისა, რომლებიც რუსეთის მხრიდან სატრანსპორტო და ეკონომიკურმა შეზღუდვებმა გამოიწვია. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისი სახელით კეთდება ეს განცხადება, კოლესნიკოვმა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივაა და “ის აფხაზეთში ჩავიდა, როგორც თავისი ხალხის შვილი”. კოლესნიკოვის თქმით, “საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშმა ხმათა ნახევარზე მეტი არ მიიღო და ამიტომ არ შეიძლება ითვლებოდეს აფხაზეთის პრეზიდენტად. ამის გამო კოლესნიკოვი უკანონოდ მიიჩნევს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ 6 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას.
XS
SM
MD
LG