Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი ხაზი


ერაყში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი ხაზი იავარი შესაძლებლად მიიჩნევს ერაყში არჩევნების გეგმისამებრ, 30 იანვარს ჩატარებას.

ერაყში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი ხაზი იავარი შესაძლებლად მიიჩნევს ერაყში არჩევნების გეგმისამებრ, 30 იანვარს ჩატარებას.
მაგრამ, როგორც მან დღეს სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ერაყს საკმარისი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. იმავდროულად ბაღდადში დღეს გაიჟღერა არჩევნების გადადების მოთხოვნამ. ამ მოთხოვნით გამოვიდნენ უმეტესწილად სუნიტი მუსლიმანი ოფიციალური პირების, 200-მდე კაცის შეკრებაზე მას შემდეგ, რაც ერაყში მკვეთრად იმატა ძალადობამ. ბოლოს სამი დღის მანძილზე იერიშებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სუნიტების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ასეთ ვითარებაში უმჯობესია არჩევნების გადავადება.
XS
SM
MD
LG