Accessibility links

logo-print

უნგრეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით


უნგრეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩევლების

უნგრეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩევლების
50,2 პროცენტი ეწინააღმდეგება, 49,8 პროცენტი კი ემხრობა უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური უნგრელებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას. ამ შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მილიონობით ეთნიკური უნგრელისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივა ჩავარდება. ამომრჩევლის მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, უნგრული პასპორტის აღების საშუალება მიეცემა უცხოეთში მცხოვრებ 5 მილიონამდე ეთნიკურ უნგრელს. მათი ნახევარი - 2,5 მილიონი - ცხოვრობს უნგრეთის მეზობელ ქვეყნებში: რუმინეთში, სერბიაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში.
XS
SM
MD
LG