Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი დღით ესტუმრნენ აშშ-ის


საქართველოს ორი დღით ესტუმრნენ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის მოადგილე, გენერალი პიტერ პეისი და

საქართველოს ორი დღით ესტუმრნენ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის მოადგილე, გენერალი პიტერ პეისი და
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს მაკდაუელი. დღეს გენერალი პეისი, რომელიც აშშ-ში რანგით მეორე სამხედრო პირია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მათ, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, სამხედრო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სტაბილურობის შენარჩუნების ახალი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის მხარე საქართველოს ლოგისტიკისა და ქვეითთა ორ-ორ ბატალიონს მოუმზადებს. პროგრამაში, რომელიც 40 მილიონი დოლარი დაჯდება, მონაწილეობას მიიღებს 70 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი.
XS
SM
MD
LG