Accessibility links

logo-print

სააგენტო "ინტერფაქსის თანახმად", ორშაბათს აფხაზეთის


სააგენტო "ინტერფაქსის თანახმად", ორშაბათს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქში

სააგენტო "ინტერფაქსის თანახმად", ორშაბათს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქში
ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. არაფერია ცნობილი იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მათ მოწყობაზე. ადგილობრივი პოლიციის თანახმად, აფეთქებები პარლამენტის შენობის ახლოს, სანაპიროს მხარეს, სასტუმროსა და იქვე მდებარე სკოლის ახლოს მოხდა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატები - რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებასა და მასში ერთიანი გუნდით მონაწილეობაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების თანახმად, სერგეი ბაღაფში პრეზიდენტობის კანდიტად მოიაზრება, რაულ ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტობისა. როგორც ბაღაფში აცხადებს, შეთანხმების მიღწევას დიდად შეუწყო ხელი რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის – ვლადიმირ კოლესნიკოვისა და რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის – სერგეი ბაბურინის მონაწილეობამ მოლაპარაკებებში. ამასთან, ბაღაფშმა საჭიროდ ჩათვალა მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით ასეთი მოსაზრება გამოეთქვა: [ბაღაფშის ხმა] "ბევრი პრობლემა წარმოიშვა და შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც ყოველ ჩვენგანზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული. ეტიკეტის დაცვად ნუ ჩამითვლით, ადამიანურად მინდა მადლობა გადავუხადო რაულ ჯუმკოვიჩს და ყველას, ვინც მას მხარში უდგას, იმისთვის, რომ ასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინეს." რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას, ისიც ადასტურებს ბაღაფშის ნათქვამს ერთი გუნდით გამოსვლის თაობაზე და აზუსტებს ზოგიერ დეტალს მომავალი არჩევნების შესახებ: [ხაჯიმბას ხმა] " არსებობს რაღაც დოკუმენტი, რომელიც არჩევნების თარიღად 26 დეკემბერს გვთავაზობს. ეს თარიღი მიუღებელია. ჩვენ ვერ დავთანხმდებით ამ თარიღზე. ჩვენ გუშინ ვესაუბრებთ სერგეი ვასილიევიჩს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობაზე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ. არჩევნებში სხვა კანდიდატებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. უნდა გავწიოთ შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რათა არჩევნები რეალურად ჩატარდეს." ხაჯიმბას მიაჩნია, რომ არჩევნები ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნიდან ორი თვის შემდეგ უნდა შეიქმნას.
XS
SM
MD
LG