Accessibility links

logo-print

უნგრეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა


უნგრეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს საქართველოდან და

უნგრეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს საქართველოდან და
მოლდავეთიდან სამხედრო ბაზების გატანისკენ მოუწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სტამბულის სამიტის დაპირებების შეუსრულებლობა წარმოადგენს მთავარ ბარიერს ეუთოს მიერ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ზომისა და განლაგების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ორშაბათს ბულგარეთის დედაქალაქში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენცია დაიწყო. მინისტრები საერთაშორისო ტერორიზმზე, საორგანიზაციო რეფორმასა და უკრაინის პოლიტიკუ კრიზისზე იმსჯელებენ. ეუთოს წარმომადგენელმა რიჩარდ მერფიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა: [მერფის ხმა] "ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოლომონ პასიმ წამოაყენა რამდენიმე წინადადება. მაგალითად, გადაწყვეტილებათა მეტი ნაწილის კონსენსუსის გარეშე მიღება, რესურსების ბალკანეთიდან კავკასიასა და შუა აზიაში "გადასროლის" შესახებ და გენერალური მდივნის როლის გაძლიერების შესახებ". ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ევროკავშირის სახელით 26 დეკემბრისთვის უკრაინაში მეთვალყურეთა გაგზავნისკენ მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს.
XS
SM
MD
LG