Accessibility links

აფხაზეთთან დაკავშირებით საყურადღებოა რუსეთის პრეზიდენტის


აფხაზეთთან დაკავშირებით საყურადღებოა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსაზრება,

აფხაზეთთან დაკავშირებით საყურადღებოა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსაზრება,
რომელიც მან ორშაბათს ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა. ინტერნეტ-გამოცემა "სტრანა-რუ"-ს თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი "არ არის მზად, არ სურს და არც აიღებს პასუხისმგებლობას პოსტ-საბჭოთა სივრცეში კონფლიქტების სრულ მოგვარებაზე". "ჩვენ შევასრულებთ კონსტრუქციულ, მაგრამ შუამავლის როლს", - განუცხადებია რუსეთის პრეზიდენტს. აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ კი პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ აფხაზეთის პოლიტიკური მოღვაწეები მომავალშიც მოლაპარაკებათა გზით ივლიან და კომპრომისების ჩარჩოებში იმუშავებენ. პუტინი არ მიიჩნევს საჭიროდ იმას, რომ აფხაზეთში მიღწეული შეთანხმებები რუსეთის დამსახურებად გამოცხადდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ასე შეაფასა სოხუმში მიღწეული გარიგება
[პუტინის ხმა] “პირველ რიგში ეს არის აფხაზი პოლიტიკოსების დამსახურება, მათ უნარი გამოავლინეს, მოისმინონ ხალხის აზრი, მათ შესძლეს პირად ამბიციებზე მაღლა დამდგარიყვნენ, ურთიერთქმედების გზები მოეძებნათ. ამ დროს უცხოეთში ვიყავი, ვიცი, რომ იქ არიან და იყვნენ შუამავლები და ისინი მეტი არაფერი არიან თუ არა შუამავლები. და მათ ჩვენ მადლობას ვეუბნებით შედეგიანი მუშაობისთვის”.
XS
SM
MD
LG