Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიცია ევროპაში უშიშროებისა და


უკრაინის ოპოზიცია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას

უკრაინის ოპოზიცია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას
მეორე ტურის განმეორებით კენჭისყრაზე დასასწრებად 2000 მეთვალყურის გაგზავნა სთხოვა. ოპოზიციის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა - ბორის ტარასიუკმა განაცხადა, რომ განმეორებითი ტური გაცილებით მეტი მეთვალყურის დასწრებას მოითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ ის შეასრულებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელმეორედ ჩატარების შესახებ. თუმცა, კუჩმა გვერდს უვლის ვიკტორ იანუკოვიჩის მთავრობის გუნდის გადაყენების მოთხოვნას. კუჩმას თანახმად, ასეთი მოთხოვნის შესრულება მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლის გზით არის შესაძლებელი: [კუჩმას ხმა] "ეს პოლიტიკური რეფორმა, ჩემი აზრით, დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნებს, მთავრობის გადაყენების ჩათვლით. თუ ასეთი სურვილი არსებობს, აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, შემდეგ კი ამ ცვლილებათა საფუძველზე ახალი მთავრობის ჩამოყალიბების დაწყება." რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს უკრაინის ნებისმიერ პრეზიდენტთან, ვინც 26 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებზე გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG