Accessibility links

ორშაბათს საუდის არაბეთის ქალაქ იედაში


ორშაბათს საუდის არაბეთის ქალაქ იედაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმა

ორშაბათს საუდის არაბეთის ქალაქ იედაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმა
განხორციელდა. დაღუპულია სულ ცოტა 12 ადამიანი. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელებმა საკონსულოს შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დააგდეს და საკმაოდ ძლიერად დაცულ შენობაში შეღწევისას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სამი თავდამსხმელი, ორი ცოცხლად აიყვანეს. შეტაკებისას დაიღუპა საუდის არაბეთის უშიშროების სამსახურის ოთხი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არ დაშავებულა შეერთებული შტატების არც ერთი მოქალაქე. გავრცელდა ცნობა მძევლების აყვანის შესახებაც, მაგრამ ოფიციალური ცნობით, ვითარებას საუდის არაბეთის ძალოვნები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG