Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დედაქალაქში დღეს რადის საგანგებო


უკრაინის დედაქალაქში დღეს რადის საგანგებო სხდომა გაიმართა.

უკრაინის დედაქალაქში დღეს რადის საგანგებო სხდომა გაიმართა.
ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმა უარი თქვეს, პაკეტის სახით ეყარათ კენჭი საარჩევნო კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. სხდომა ხვალ უნდა განახლდეს. დღესვე, პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატისა და პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა შვებულებაში გასვლის თაობაზე; რაც იმას ნიშნავს, რომ კუჩმა თანამდებობიდან ვერ დაითხოვს იანუკოვიჩს - უკრაინაში მოქმედი კანონი კრძალავს თანამდებობიდან იმ პირთა გათავისუფლებას, ვინც შვებულებაში იმყოფება. არადა, პრემიერისა და მისი კაბინეტის გადაყენება ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. დღესვე ლეონიდ კუჩმა დათანხმდა ოპოზიციის სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას - საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლას.
XS
SM
MD
LG