Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ავერელ


საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ავერელ ჰარიმანის პრემია მიენიჭა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ავერელ ჰარიმანის პრემია მიენიჭა.
ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის ჯილდო საქართველოს პრემიერს ვაშინგტონში გადასცა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა, რომელიც ამჟამად ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს უდგას სათავეში. დაჯილდოების ცერემონიაზე ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას სახით ჯილდო გადაეცათ საქართველოს დემოკრატიული ძალების ლიდერებს, რომლებმაც შარშან "ვარდების რევოლუცია" განახორციელეს და იკისრეს პასუხისმგებლობა, იქცნენ ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის მისაბაძ მოდელად მთელი რეგიონისთვის. დღესვე ზურაბ ჟვანია შეხვდა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს კონდოლიზა რაისს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ასევე "გაყინულ კონფლიქტებთან" დაკავშირებული პრობლემები და უკრაინაში შექმნილი ვითარება.
XS
SM
MD
LG