Accessibility links

რა წარმატებებს მიაღწია ჩეხეთში აფხაზეთიდან ლტოლვილმა 14 წლის ლევან ბოკერიამ


როგორც იცით ”რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლების” შტაბ-ბინა ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაშია დაფუძნებული. გადავწყვიტეთ აქ პრაღაში მცხოვრებ

ქართველებზე რეპორტაჟების ციკლი მოვამზადოთ და გაგაცნოთ თუ რის მიაღწევა შეძლეს საქართველოდან ემიგრირებულმა ქართველებმა. პირველ გადაცემას 14 წლის ლევან ბოკერის ვუძღვნით. ის 1 წლის იყო როდესაც მშობლებთან ერთად აფხაზეთი დატოვა ცნობილი მოვლენების გამო და ოდნავ მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღაში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ მიაღწია ლევანმა გამორჩეულ წარმატებებს.

[ჩეხური ხალხური მუსიკა]

[ლევანისა და კახას დიალოგი] ”- გახსოვს სოხუმი? - არა, ის მახსოვს რომ სათამაშო მაიმუნი მყავდა...”

ახლა ლევანს უფრო სერიოზული სათამაშოები აქვს, ის ეგრეთწოდებული სულიერი, ლოგიკური თამაშების მოყვარულია. ამ თამაშებს საფუძვლად უდევს რთული მათემატიკური ლოგიკა და ის ძალიან პოპულარულია დღევანდელი ევროპის ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის.

[ლევანის ხმა] ”თამაში რომელიც ყველაზე უფრო მეტად მიყვარს და ვთამაშობ ჰქვია ”ცატრე” გერმანული თამაშია...
...ის ქვები ყველა უნდა ააწყოთ რომ ყველაზე მეტი ქულა გქონდეთ.
... ეს თამაში გავრცელებულია ამერიკაში ევროპაში, საქართველოში სამწუხაროდ არა”

ბოლო წლებია ყველაზე მეტი ქულის შეგროვებას ლევანი სხვადასხვა ჩემპიონატებზე და ოლიმპიადებზე წარმატებით ახერხებს. მის ანგარიშზეა უამრავი ჯილდო და მედალი.

მხოლოდ ლოგიკური თამაშის ერთ სახეობაში - ”ცატრეში” ლევანმა ჩეხეთის პირველი ადგილი მოიპოვა იუნიორებს შორის და მესამე ადგილი საერთო ჩემპიონატზე. ორი წლის წინ ევროპის ლევანი ევროპის ჩემპიონატზეც ასპარეზობდა და მეხუთე ადგილი დაიკავა ხოლო შარშან შედეგი გააუმჯობესა და მესამე ადგილზე გავიდა.

[ლევანის ხმა] ”ეს არის ცატრესგან, პირველი ადგილი...
... მოკლედ ჩეხებს აღარაფერი დაუტოვე...”

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან ლევანის მონაწილეობით] 10 წმ

ეს არის ფრაგმენტი სპექტაკლიდან რომელშიც ლევანი ერთერთ მთავარ როლს ასრულებდა. სანამ მას ”ვინოჰრადის” თეატრში მარბერის სპექტაკლში მთავარი გმირის შვილის როლზე დაამტკიცებდნენ ურთულესი კონკურსი გაიარა და მოწონებაც დაიმსახურა. ლევანი ვინოჰრადის თეატრის სცენაზე რომელიც ერთერთი პრესტიჟული თეატრია პრაღაში, ჩეხური თეატრის ვარსკვლავების გვერდით თამაშობდა და მათი სიმპატიებიც დაიმსახურა. ამაში მე თვითონაც დავრწმუნდი როდესაც ფოტოებზე ლევანი და ჩეხი მსახიობი სტროპნიცკი ხელი-ხელ გადახვეული ვიხილე.

[ლევანის ხმა] ”მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი მაგრამ ახლა იურისტობა მინდა რადგან მშობლებიც იურისტები არიან...

სანამ ამ მიზანს მიაღწევს ლევანს კიდევ სწავლის გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მისი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდისთვის, ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, შეუძლებელი თითქმის არაფერია. მე ლევანთან საუბრის ბოლოს იმითაც დავინტერედი 1 წლის წინ საქართველოში სტუმრობისას რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე თბილისმა რომელზე წარმოდგენა არც კი გააჩნდა.

[ლევანის ხმა] ”... არ მომეწონა. - რატომ? - იმიტომ რომ 2 წლის ბავშვი მათხოვრობდა...”

ის შთაბეჭდილება რაც ლევანს სამშობლოდან გამოჰყვა, უმეტესწილად მის მამულთან, აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის გამოძახილია. იმედია ლევანის წარმატებები გარკვეულ წვლილს შეიტანს იმ კონტრასტის შეცვლაში რამაც ასე გული ატკინა აქ პრაღაში მცხოვრებ 14 წლის ლევან ბოკერიას.
XS
SM
MD
LG