Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პარლამენტის ზედა პალატა მიემხრო


რუსეთში პარლამენტის ზედა პალატა მიემხრო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმას,

რუსეთში პარლამენტის ზედა პალატა მიემხრო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმას,
რომლის შესაბამისად, გუბერნატორების ასარჩევად აღარ გაიმართება საყოველთაო კენჭისყრა. ახლა დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც, დოკუმენტის შესაბამისად, მიენიჭება უფლება დანიშნოს გუბერნატორები. შემდეგ მათ რეგიონულ პარლამენტებში დაამკტიცებენ. ამ ცვლილებას ბევრი მიიჩნევს დემოკრატიულობის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯად. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა დღეს მიემხრო ასევე კანონპროექტს, რომლის მიხედვით პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაციისათვის, არა, როგორც ამჟამად, 10 ათასი, არამედ 50 ათასი წევრი ესაჭიროება. შედეგად, გაძნელდება რეგისტრაცია ახალი პოლიტიკური პარტიებისათვის.
XS
SM
MD
LG