Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში ექიმი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობის


ავსტრიაში ექიმი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს მკურნალობდა

ავსტრიაში ექიმი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს მკურნალობდა
წინასაარჩევნო კამპანიისას დაწყებულ ჯერაც დაუდგენელ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ, როგორც გამოკვლევამ აჩვენა, არ არის გამორიცხული, ავადმყოფობის მიზეზი მოწამვლა იყოს. როგორც ბრიტანეთის გაზეთი “ტაიმსი” წერს, ექიმმა ნიკოლაი კორპანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა იუშჩენკოს მკურნალობას ვენის კლინიკა რუდოლფინერჰაუზში, განაცხადა, რომ ოპოზიციის კანდიდატი მოწამლეს მის მოსაკლავად. მაგრამ შემდეგ კორპანმა ეს ბრალდება შეარბილა, როცა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში თქვა, რომ მოწამვლა არის ერთ-ერთი ვერსია და რომ გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. წელს 6 სექტემბერს იუშჩენკო შეუძლოდ გახდა და ის ვენის კლინიკაში ჩაიყვანეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც მას შემდეგ სახე დასახიჩრებული აქვს, უკრაინის ხელმძღვანელობას მის მოწამვლაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG