Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი
სერგეი ბაღაფში აზუსტებს იმ შეთანხმების დეტალებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიაღწია თავის ოპონენტ რაულ ხაჯიმბასთან. გასულ კვირას ბაღაფში და ხაჯიმბა 3 ოქტომბრის არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე და მასში ერთი გუნდით მონაწილეობაზე შეთანხმდნენ. ოთხშაბათს კი სერგეი ბაღაფშმა დააზუსტა, რომ რაულ ხაჯიმბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებს უხელმძღვანელებს: [ბაღაფშის ხმა] "შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, აქვს დანართი, სადაც წერია, რომ რაულ ჯუმკოვიჩი ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების ბლოკს გაუძღვება, კურირებას გაუწევს საგარეო პოლიტიკას. რადგან, მოგეხსენებათ, როგორ არის კონსტიტუციით: საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს, გაძღოლით კი ვიცე-პრეზიდენტი გაუძღვება".
XS
SM
MD
LG