Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჰარლან ვატსონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჰარლან ვატსონი
აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ კიოტოს შეთანხმების ხელმოწერისგან თავის შეკავება გამართლებულია და რომ შტატები ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად ზრუნავს გლობალური კლიმატის გაუმჯობესებაზე. ვატსონი კიოტოს შეთანხმებას, რომელსაც ხელი 1997 წელს მოეწერა იაპონიაში, "პოლიტიკურ შეთანხმებას" უწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შეერთებულმა შტატებმა განსხვავებული გზა აირჩია და წელიწადში 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს ტექნოლოგიური განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ გლობალური დათბობის შეჩერებისკენ არის მიმართული. არაერთი ეკოლოგი კრიტიკულად აფასებს ვატსონის განცხადებას. რამდენიმე მათგანი კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მეცნიერების უგულვებელყოფაში სდებს ბრალს. ჯორჯ ბუშმა 2001 წელს უარი თქვა კიოტოს შეთანხმების წევრობაზე და მიზეზად მისი პირობების განხორციელების სიძვირე დაასახელა.
XS
SM
MD
LG