Accessibility links

logo-print

8 დეკემბერს უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა


8 დეკემბერს უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა ვიკტორ იუშჩენკომ თავისი ათასობით

8 დეკემბერს უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა ვიკტორ იუშჩენკომ თავისი ათასობით
მხარდამჭერი ბოლო კვირების მანძილზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის შეაქო. იუშჩენკომ ხალხს უთხრა, რომ 17 დღის მანძილზე მიმდინარე აქციების დროს უკრაინის ხალხმა ახალი ქვეყანა მოიპოვა და გააცნობიერა, რომ ის ევროპული ერია. იუშჩენკომ მადლობა გადაუხადა პოლიციასა და სამხედროებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების გამო. ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტმა საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი მიიღო და კენჭი უყარა საარჩევნო კომისიის ახალ შემადგენლობას. იუშჩენკოს მიაჩნია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება გზას უხსნის მას განმეორებით მეორე ტურში გამარჯვებისკენ. პარლამენტის გადაწყვეტილება მოიწონეს აგრეთვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ.
XS
SM
MD
LG