Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს აღშფოთებას რესპუბლიკა იჩკერიის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს აღშფოთებას რესპუბლიკა იჩკერიის
პრეზიდენტის ასლან მასხადოვის წარმომადგენლის – ახმად ზაკაევის ნორევგიაში ვიზიტის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი ამ ფაქტის თაობაზე აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნორვეგიიდან რაიმე დასაბუთებული პასუხი არ მიუღია. "ნორვეგიის ოფიციალური ხელისუფლება ირწმუნება, რომ ზაკაევი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიაში და ხელისუფლება საქმის კურსში არ იმყოფებოდა... გამოდის, რომ ტერორისტების ხელშემწყობებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ ნორევგიის ტერიტორიაზე და იქ აქტიურად იმოქმედონ. მით უმეტეს, რომ საუბარია ადამიანზე, რომელზეც ინტერპოლს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული".
XS
SM
MD
LG