Accessibility links

logo-print

სერგეი ბაღაფში წინააღმდეგია იმ სისხლის


სერგეი ბაღაფში წინააღმდეგია იმ სისხლის სამართლის იმ საქმეების განხილვისა, რომლებიც

სერგეი ბაღაფში წინააღმდეგია იმ სისხლის სამართლის იმ საქმეების განხილვისა, რომლებიც
28 ოქტომბერს სასამართლოს შენობის დარბევის, პარლამენტის შენობის ბლოკირებისა და სამთავრობო შენობების დაკავების ფაქტებზე აღიძრა. "ვაცხადებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი და რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთში არ იქნება არავითარი სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდში, ანუ 3 ოქტომბრიდან ერთობლივი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერამდე ჩადენილი ამა თუ იმ ქმედების გამო", - ამბობს ბაღაფში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მოიწონეს "აფხაზეთის რესპუბლიკაში ეროვნული თანხმობის მისაღწევად საჭირო ზომების თაობაზე შეთანხმების" მიღწევა. პარლამენტმა საკანონმდებლო კომიტეტს რამდენიმე დეპუტატთან ერთად "აფხაზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონში ცვლილებათა შეტანის შესახებ" კანონის პროექტის მომზადება დაავალა. გეტყვით აგრეთვე, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან თავისი ორი წევრი გაიწვია.
XS
SM
MD
LG