Accessibility links

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე


საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე "პროვოკაციას" უწოდებს რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების არსებობის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე "პროვოკაციას" უწოდებს რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების არსებობის თაობაზე.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩეჩენთა არავითარი დაჯგუფებები და ბაზები არ არსებობს და მსგავსი განცხადებებით "რუსეთის ხელისუფლება სულელურ მდგომარეობაში იყენებს თავს".
დღეს “ნეზავისიმაია გაზეტამ”, რუსეთის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პანკისის ხეობაში ტერორისტთა რაზმები მოქმედებს, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტთა ბაზებზე პრევენციული დარტყმებისთვის ემზადებოდეს.
დღესვე, პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების ყოფნის თაობაზე გავრცელებულ ცნობას "პროვოკაცია" უწოდა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ.
XS
SM
MD
LG