Accessibility links

logo-print

ოსლოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მშვიდობის


ოსლოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა კენიის გარემოს დაცვის

ოსლოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა კენიის გარემოს დაცვის
მინისტრის მოადგილეს ვანგარი მაათაის. მან დააარსა მოძრაობა "მწვანე სარტყელი", რომლის აქტივისტებმა აფრიკაში 30 მილიონამდე ხე დარგეს.
ნობელის პრემიის მინიჭების დამადასტურებელ დიპლომთან და სამახსოვრო ოქროს მედალთან ერთად 64 წლის მაათაის გადაეცა ფულადი ჯილდო - 1,1 მილიონი ევრო.
გუშინ ე.წ. "ალტერნატიული ნობელის პრემია" მიენიჭა ბიანკა ჯაგერს - ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალური სამართლიანობის სფეროებში. ბიანკა ჯაგერი ლეგენდარული როკ-ანსამბლის "როლინგ სტოუნზის" ლიდერის, მიკ ჯაგერის ყოფილი მეუღლეა.
XS
SM
MD
LG