Accessibility links

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას დედაქალაქის სხვა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას დედაქალაქის სხვა
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ დაიწყო. გუშინვე აქციის მონაწილეებმა მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მოუწოდეს, მათ შეერთებოდნენ.
აქციის თაოსნები ამბობენ, რომ დაუშვებელია უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცესში ხელისუფლების ჩარევა და რექტორი უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ უნდა აირჩიოს. მათივე მტკიცებით, განათლების სისტემაში მიმდინარე "ლომაიასეული რეფორმები" ანტიეროვნულია და ისინი მხოლოდ სოროსის ინტერესებს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG