Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ


უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ იუშჩენკო ვენაში,

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ იუშჩენკო ვენაში,
კერძო კლინიკაში დაბრუნდა გამოკვლევის გასაგრძელებლად, რომლის მიზანიც მისი იდუმალებით მოცული დაავადების მიზეზის დადგენაა. იუშჩენკომ, რომელიც პირველად სექტემბერში გახდა შეუძლოდ, ხელისუფლება მოწამლვაში დაადანაშაულა. ექიმებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს მისი ავად ყოფნის მიზეზების დადგენა. გამგზავრებამდე იუშჩენკომ განაცხადა, რომ ის გაიმარჯვებს მეორე ტურის განმეორებით ჩატარების შედეგად და დიდი უპირატესობით დაამარცხებს მოწინააღმდეგეს: [იუშჩენკოს ხმა] "რაც შეეხება 26 დეკემბრის მოსალოდნელ შედეგს, თავმდაბლობას გამოვიჩენ და ვიტყვი, რომ ხმების 60 პროცენტზე მეტს მივიღებ". შეგახსენებთ, მეორე რაუნდი 21 ნოემბერს ჩატარდა, რომლის შედეგებიც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი ვიკტორ იანუკოვიჩი იუშჩენკოს დებატებში იწვევს: [იანუკოვიჩის ხმა] "რაც შეეხება ჩემს შეხვედრას იუშჩენკოსთან, მზად ვარ ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე შევხვდე მას". იანუკოვიჩის მშობლიურ დონეცკის რაიონში იანვრის დასაწყისში დაგეგმილი რეფერენდუმი ავტონომიის შესახებ გაუქმდა.
XS
SM
MD
LG