Accessibility links

logo-print

აჭარის პროკურატურის თანამშრომლებმა ავტონომიის ყოფილი


აჭარის პროკურატურის თანამშრომლებმა ავტონომიის ყოფილი მეთაურის,

აჭარის პროკურატურის თანამშრომლებმა ავტონომიის ყოფილი მეთაურის,
ასლან აბაშიძის მთავრობის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაშა ჩავლეიშვილი და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შამილიშვილი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. კერძოდ, სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" აჭარის გენერალურ პროკურატურაში აცნობეს, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებაში სდებს ბრალს. საუბარია მილიონ ასი ათას ლარზე, რომელიც, პროკურატურის წყაროს თანახმად, ერთი წლის წინ აჭარის ბიუჯეტიდან ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი მიტინგების დასაფინანსებლად გამოიყო. პროკურატურა შამილიშვილისა და ჩავლეიშვილისთვის სამი თვით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG