Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
არჩევნების მეორე ტურში უნივერსიტეტის დიდი საბჭოს 127 -მა წევრმა ხმა რუსუდან ლორთქიფანიძე მისცა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. მეორე ტურში რუსუდან ლორთქიფანიძის მეტოქე იყო მიხეილ ქურდიანი, რომელმაც მხოლოდ 37 ხმა მიიღო. კენჭისყრის მეორე ტურში დიდი საბჭოს 207 წევრიდან მონაწილეობა მიიღო 174-მა. რუსუდან ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უჭერდა მხარს, თბილისის უნივერსიტეტის რიგით 24-ე რექტორია. ბოლო 14 წლის მანძილზე უნივერსიტეტს აკადემიკოსი როინ მეტრეველი ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG