Accessibility links

ბაღდადის ცენტრში, სულ ცოტა, შვიდი


ბაღდადის ცენტრში, სულ ცოტა, შვიდი ერაყელი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

ბაღდადის ცენტრში, სულ ცოტა, შვიდი ერაყელი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
აფეთქება მოხდა იმ ე.წ. "მწვანე ზონის" შესასვლელთან, სადაც სამთავრობო შენობები და კოალიციის ჯარების შტაბი მდებარეობს. დღესვე აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა მეამბოხეთა პოზიციებზე ქალაქ ფალუჯაში, სადაც კვლავ განახლდა ბრძოლა. წუხელ ანბარის პროვინციაში შვიდი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. დღეს ერაყმა გაეროს მიმართა თხოვნით, ამ ქვეყანაში საყოველთაო არჩევნებისთვის მზადებაში დასახმარებლად დამატებითი პერსონალი მიავლინოს. ეს თხოვნა ოფიციალურად გამოთქვა ერაყის ელჩმა გაეროში მაჰმუდ სუმაიდაიემ: [მაჰმუდ სუმაიდაიეს ხმა] "გაეროს რაც უფრო მეტი თანამშრომელი იქნება ერაყში, მით უკეთ შევძლებთ კენჭისყრის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და მით უკეთ უზრუნველვყოფთ სამართლიანი არჩევნების გამართვას. ჩვენი სურვილია, რომ არა მარტო თავად არჩევნები ჩატარდეს წესიერად, არამედ მათი ორგანიზაციაც სათანადო იყოს."
XS
SM
MD
LG