Accessibility links

logo-print

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის


რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებმა დაადასტურა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებმა დაადასტურა
მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ კენჭისყრაში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ტრაიან ბასესკუმ. ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ გამოაქვეყნა საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმად ბასესკუს ხმების 51,23 პროცენტი ერგო, ხოლო მის მეტოქეს, პრემიერ-მინისტრ ადრიან ნასტასეს - 48,77 პროცენტი. ადრიან ნასტასემ თავისი მარცხი აღიარა. [ნასტასეს ხმა] "შედეგები აჩვენებს, რომ რუმინეთის მომავალი პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუა. ასეთი იყო რუმინელთა ნება და მე პატივს ვცემ მათ ნებას". თავის გამოსვლაში ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ მის უმთავრეს ამოცანებს შორის არის კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლა. საგარეო პოლიტიკაში უმთავრეს პრიორიტეტად მან ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მომზადება დაასახელა. [ბასესკუს ხმა] საგარეო პოლიტიკაში ჩვენს მთავარ ამოცანად 2007 წლის 1 იანვარს ევროპის კავშირში გაწეთრიანებააო, თქვა ბასესკუმ. მიმომხილველები ამბობენ, რომ ბასესკუს გაუჭირდება მთავრობის ფორმირება, რადგან პარლამენტში უმრავლესობა არ არსებობს. ბასესკუმ უკვე გამორიცხა "დიადი რუმინეთის" ნაციონალისტური ორიენტაციის პარტიასთან კოალიციის შექმნა.
XS
SM
MD
LG