Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა არ გამორიცხავს პროვოკაციებს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მხრივ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა არ გამორიცხავს პროვოკაციებს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მხრივ
და დარწმუნებულია, რომ ამ საფრთხეს მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მხარდაჭერა ამწვავებს.
ხაინდრავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა 8 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში კოკოითის გამოსვლაზე - კოკოითიმ საქართველო "გენოციდსა" და "ნეოფაშიზმში" დაადანაშაულა. ხაინდრავამ გაიხსენა ასევე რუსი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები და ინიციატივები, მათ შორის სახელმწიფო დუმაში ფრაქცია "როდინას" ინიციატივა, მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც გაამარტივებს ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ავტონომების მიღებას რუსეთის ფედერაციაში.
XS
SM
MD
LG