Accessibility links

logo-print

ჩინეთში თავდაცვის მინისტრ საო განძუანის


ჩინეთში თავდაცვის მინისტრ საო განძუანის განცხადებით, რუსეთთან მზარდი თანამშრომლობა თავდაცვისა და

ჩინეთში თავდაცვის მინისტრ საო განძუანის განცხადებით, რუსეთთან მზარდი თანამშრომლობა თავდაცვისა და
სამხედრო-სამრეწველო სფეროებში არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. მინისტრის განმარტებით, ამ თანამშრომლობის მიზანია რეგიონისა და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნება. ორშაბათს პეკინში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის ვიზიტის დროს, ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყანა მომავალ წელს გამართავს მათს ისტორიაში პირველ ერთობლივ სამხედრო სწავლებას. ჩინეთში ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სწავლება ჩინეთის ტერიტორიაზე გაიმართება: ცნობაში არ არის ნათქვამი, როდის, ან ვისი, რომელი შენაერთების მონაწილეობით. რუსეთი იარაღით ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი მომმარაგებელია.
XS
SM
MD
LG