Accessibility links

საქართველოს ხელისუფლებაში მოხდა საკადრო ცვლილებები


საქართველოს ხელისუფლებაში მოხდა საკადრო ცვლილებები, როგორც ეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა

საქართველოს ხელისუფლებაში მოხდა საკადრო ცვლილებები, როგორც ეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა
გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრად დაინიშნება ირაკლი ოქრუაშვილი, იქმნება პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო. კანცელარიაში ცვლილებების თაობაზე პრემირიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ილაპარაკა. ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენილია კახა ბენდუქიძე. ეკონომიკის მინისტრი ალექსი ალექსიშვილი გახდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება ამჟამად თბილისის მთარი არქიტექტორი მიხეილ სვიმონიშვილი. გიორგი ბარამიძის კანდიდატურა წარდგენილია ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. სამოქალაქო ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატია ზინაიდა ბესტაევა. კონფლიქტების მოგვაროების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კვლავ გიორგი ხაინდრავა იმუშავებს.
XS
SM
MD
LG