Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 დეკემბერი ერაყში 30 იანვრისთვის


15 დეკემბერი ერაყში 30 იანვრისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნებისთვის

15 დეკემბერი ერაყში 30 იანვრისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნებისთვის
კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო დღეა. კანდიდატების სიები 79-მა პარტიამ და ბლოკმა წარმოადგინა. ბაღდადში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ, იად ალავიმ, განაცხადა: [იად ალავის ხმა] "ერაყი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, როცა ხალხს - ისტიორიაში პირველად - შეეძლება, არჩევნებში საკუთარი ნება გამოხატოს. ჩვენ ყველანი მონაწილენი ვართ დემოკრატიული პროცესისა და კანდიდატთა წარმოდგენილი სიები გამოხატავს როგორც ერაყის მრსახლეობის შემადგენლობას, ისე ერაყელი ხალხის მისწრაფებებს." 30 იანვარს ერაყელები ეროვნული კრების 275 დეპუტატს აირჩევენ. კრებას დაევალება ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება და მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება.
XS
SM
MD
LG