Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს გამოეხმაურა ნავთობკომპანია “იუკოსის” აქციების ნაწილის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს გამოეხმაურა ნავთობკომპანია “იუკოსის” აქციების ნაწილის
აუქციონზე გატანის საკითხს. ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის კანონების შესაბამისად უნდა მოგვარდეს. ლავროვის ეს გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს იუკოსის აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის “იუგანსკნეფტეგაზის” გაყიდვა აუქციონზე, რომელიც 19 დეკემბრისთვისაა დანიშნული. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ლავროვმა ამ გადაწყვეტილებას “იდეოლოგიზირებული და პოლიტიზირებული უწოდა”. დღესვე რუსეთში ქონების მართვის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ აუქციონი, გეგმისამებრ, 19 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG