Accessibility links

თანამდებობიდან გადადგა ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა


თანამდებობიდან გადადგა ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრი მლადენ ივანიჩი.

თანამდებობიდან გადადგა ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრი მლადენ ივანიჩი.
სერბი ივანიჩის გადადგომა მოჰყვა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, დრაგან მიკერევიჩის ასეთსავე ნაბიჯს, რომელიც ამ უკანასკნელმა გუშინ გადადგა. როგორც ერთი, ისე მეორე გადადგომა შედეგია შეერთებული შტატებისა და ბოსნიის საერთაშორისო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებისა, დამატებითი სანქციები შემოიღონ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. ხუთშაბათს ბოსნიის საერთაშორისო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პედი ეშდაუნმა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში აშშ-ის ელჩმა დაგლას მაკილჰანიმ, გამოაცხადეს, რომ ჰააგის ტრიბუნალთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის მიმართ ახალი სანქციები ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG